"როგორი თამუნაც გიყვარს და მოგწონს ისეთი ვიქნები!" - თამუნა მდივანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1 month ago 11

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს ცოტა ხნის წინ ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

ამ სამწუხარო ამბიდან 40 დღე გავიდა. თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დე, ჩემო უსასრულო მონატრებავ! ჩემო უთბილესო, უტკბილესო და ნამდვილო ადამიანო! უფალს და ღმრთისმშობელს ებარებოდე! ჯერ ძალიან დაბნეული ვარ დე, მიჭირს მონატრებასთან გამკლავება, მაგრამ გპირდები, რომ უფლის შეწევნით, როგორი თამუნაც გიყვარს და მოგწონს ისეთი ვიქნები! უბრალოდ დრო მჭირდება რომ შენს მონატრებასთან ერთად ვისწავლო ცხოვრება! მიყვარხარ!" – წერს თამუნა მდივანი.

სრულად წაკითხვა