„როგორი თბილი, მოსიყვარულე, გემოვნებიანი, გონიერი და ადამიანური იყო…” – ზურა შევარდნაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

4 hours ago 4

ზურა შევარდნაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“როგორ შვენოდა ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ქალბატონი მანანა გედევანიშვილი..

როგორი თბილი, მოსიყვარულე, გემოვნებიანი, გონიერი და ადამიანური იყავით. იცოდით არაჩვეულებრივი, გულითადი მასპინძლობა, თქვენს ლამაზ, ისტორიებით და მოგონებებით სავსე სახლში.

უცხო, უცხოტომელ ადამიანზე რომელმაც პირველად გნახათ ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენდით დიდხანს თქვენზე ლაპარაკობდნენ.

არავინ არ ვიცი ვისაც თქვენსავით ეცვა, ეხურა, ებურა, თქვენსავით მეტყველებდა ან აზროვნებდა.
მძიმედ ავადმყოფიც, ლოგინში მწოლიარე ისეთი ლამაზი სანახავი იყავით, ბევრი თეთრი ბალიშით, უზარმაზარ საწოლში დედოფალს ჰგავდით, არასდროს დამავიწყდება.  მადლობის თქმა და მადლიერების გამოხატვაც თქვენეული, სხვანაირი იცოდით.

ძალიან მიყვარდით და სანამ ვიქნები სულ მადლიერი ვიქნები თქვეგან მიღებული სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ცოდნისთვის, კრიტიკისთვის, უამრავი დადებითი და დაუვიწყარი ემოციისთვის.

მშვიდობით, ლამაზო ქალბატონო მანანა”,-წერს ზურა შევარდნაძე.

სრულად წაკითხვა