WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა, გაძევებულ იქნას საქართველოდან და 3 წლის ვადით აეკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა, - რუსეთის მოქალაქის ალექსანდ პოპოვის მიმართ, ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

პოპოვმა თბილისში, კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე თავისი ბინიდან კაფეში მსხდომებს დააშარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თეონა ღოლაძემ გაავრცელა, მას შემდეგ რაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

თეონა ღოლაძე დღევანდელ სასამართლო სხომაზეც იმყოფებოდა, როგორც მან თქვა: "ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ მაგ საცხოვრებელ კომპლექსში და საერთოდ არ მინდა, რომ როდესაც გამოვა სასამართლოდან, არ მინდა რომ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის მისი აქ ყოფნა არ იყოს უსაფრთხო“.

მოსამართლის არგუმენტი

„ნორმალურ საზოგადოებაში ეს ქცევა ამ მიზეზით ვერ აიხსნება“ - თქვა თორნიკე კაპანაძემ, როდესაც მოისმინა რუსეთის მოქალაქის სიტყვა სასამართლოში, რომ მეგობართან იყო, მეგობრის ორსული მეუღლე აბაზანაში დიდხანს იმყოფებოდა და ამიტომ მოუწია აივნიდან გადაშარდვა.

მისი თქმით, ბინაში რომელსაც რემონტს აკეთბს "შუქი ჩაქრა, სხვა საქმე არ გვქონდა და დავლიეთ ლუდი“

ამასთან მისი თქმით, "მსგავსი არასოდეს განმეორდება".

მოსამართლე კაპანაძემ, ალექსანდ პოპოვს უთხრა, რომ მას "ბევრი სხვა გამოსავალი შეიძლებოდა ეპოვა", თუმცა ამაზე სასამართლო იმსჯელებს.

პოპოვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ჯერჯერობით უცნობია ისარგებლოებს თუ არა ის ამ უფლებით, სასამართლოს სხდომაზე მას ადვოკატი არ ჰყოლია, მას თარჯიმანი ახლდა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, სხდომაზე პოპოვი თავის საქციელს ნანობდა. მისი სიტყვებით, საქართველოში ფლობს ბინას, რომელში ცხოვრებასაც აპირებს და ითხოვდა ბინის რემონტის დასრულების შესაძლებლობა მისცემოდა.

რას ედავებოდნენ რუსეთის მოქალაქეს

რუსეთის მოქალაქეს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისმობს წვრილმანი ხულიგნობას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელი გადაკიდებს და სხვა იმგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ითვალისწინებს 300-დან 5000 ლარამდე ჯარიმას, ან 20 დღემდე პატიმრობას, უცხო ქვეყენის მოქალაქის შემთვევაში მუხლი ითვალისწინებს გაძევების შესაძლებლობას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას 3 წლამდე ვადით

ასევე 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სექსუალური შევიწროებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასასურველი ხასიათის სექსუალურ ქცევას, რაც იწვევს ღირსების შელახვას ან ამას ისახავს მიზნად, ქმნის დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს. ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით