WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა თექვსმეტიდან ჩვიდმეტი სექტემბრის ღამით რაკეტებით და დრონებით მიიტანეს შეტევა უკრაინაზე, მათ შორის კიევსა და ოდესაზე.

მორიგი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ. კიევის მთავარი თავშესაფარი მეტროა.

შედეგები

17 სექტემბრის დილის პირველადი მონაცემებით, კიევში დაშავებულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია. 12 დაშავებულიდან ცხრას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კლიჩკოს ცნობით, კიევის დნეპრის და სოლომიანსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საოფისე შენობა და დანგრეულია საწყობები. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეფერხებულია წყალმომარაგება.

ქალაქ ოდესაში დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ოთხი წლის ბავშვია. ოდესის ერთ-ერთ რაიონში ბინებია დანგრეული 19-სართულიანი სახლის სამ სართულზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.