ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე 4 ივნისს, დილის 6 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქის ნოვობავარის რაიონზე დარტყმა იყო „შაჰედის“ ტიპის 9 დრონით და 2 რაკეტით.
ტერეხოვის ცნობით, ხარკოვის სამრეწველო ზონაში, ოთხ ადგილას ხანძრები გაჩნდა. დაიწვა კერძო სახლიც.
დილის 6 საათის მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი.