რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტეფან ჰაბარდი. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ 21 ოქტომბერს განაცხადა პეტერბურგში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრისას.
პუტინმა უიტკოფს უთხრა, რომ ჰაბარდი უკვე პეტერბურგის აერიპორტშია. უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა.
74 წლის ჰაბარდი რუსეთში სასჯელს უხდიდა უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ 2024 წელს მიუსაჯა 6 წლით და 10 თვით პატიმრობა. გამოძიების ვერსიით, სტეფან ჰაბარდი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდეგ კი ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა,
radiotavisupleba ახალი ამბები