რუსეთში წლის დასაწყისიდან უკრაინული დრონებით „ყველაზე მასირებული შეტევის“ შესახებ განაცხადეს

1 hour ago 2

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში და ანექსირებული ყირიმში აფეთქებები იყო 25-დან 26 ივნისის ღამით და გამთენიისას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ განაცხადა. სამიზნეებს შორის იყო ტულის ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანა და ელექტროქვესადგური

ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ქალაქ ნოვომოსკოვსკში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საწარმო. გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს და მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის მონაცემებით, საწარმო, რომელზეც დრონებით შეტევა იყო ნოვომოსკოვსკში მდებარე ქიმიური კომბინატი „აზოტია“. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას 14 ივნისსაც დაარტყეს.

  • ჰოლდინგ „ევროხიმის“ შემადგენლობაში მყოფი „აზოტი“ რუსეთში ამიაკის და მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი პროდუქცია სამხედრო დანიშნულების ქარხნებსაც მიეწოდება ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების საწარმოებლად.

გამოცემა ASTRA-ს ცნობით, რუსეთს ტულის ოლქში დრონებით შეტევა იყო ნოვომოსკოვსკის ელექტროსადგურზეც.

სადგურზე გაჩენილი ხანძარი NASA-ს მონიტორინგის სისტემამაც დააფიქსირა.

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო ქერჩის რაიონში.

ტელეგრამ-არხ „კრიმსკი ვეტერ"-ის ინფორმაციით, ხანძარია ქერჩათან მდებარე სამხედრო აეროდრომზე, სადაც რუსულ არმიას აქვს რადიოლოკაციური სადგური და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი".

ამავე არხის ცნობით, ხანძარია გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის" ტერიტორიაზეც.

უკრაინას რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 26 ივნისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ღამის განმავლობაში თერთმეტ ოლქში, მათ შორის ტულაში, მოსკოვის რეგიონში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 660 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით დასახელებულ დრონების რიცხვზე დაყრდნობით დაწერა, რომ ეს წლის დასაწყისიდან „ყველაზე მასირებული შეტევა“ იყო. მანამდე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო 17 მაისს(556 დრონი)

სრულად წაკითხვა