WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგაბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მოხდეს რძის პროდუქტისა და სხვა ცხიმიანი საკვების მიღება.

ამის შესახებ აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შევიდა ცვლილებები საბავშვო ბაღების მენიუში.

ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიც ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას. რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენითდაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება. ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება  საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

“ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში. ეს არის ერთერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა, იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა აბულაძემ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

თბილისის ბაგა-ბაღებში მინიმუმ 55 ბავშვი მოიწამლა – რა ვიცით ამ დროისთვის