საბა ხარებაშვილი, "დინამო თბილისის“ 16 წლის მცველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
ხარებაშვილი 16 წლის და 8 თვისაა, ხოლო დღემდე უმცროსი დებიუტანტი ლევან ყენია იყო — 16 წლის და 10 თვის ასაკში.
საბა ფარერის კუნძულების ნაკრებთან თამაშით საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.