ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში არ შესულა.
როგორც უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან (რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან) და შესაბამის უწყებებთან.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში ღვარცოფისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 359 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 900-ზე მეტი.
„ბიბისის“ ცნობით, ტიბეტის რეგიონში დაკარგულად ითვლება სულ მცირე 558 ადამიანი, დადასტურებულია სამის დაღუპვა.
საზღვრის ორივე მხარეს დაკარგულია ასობით უცხოელი - ნეპალის მონაცემებით, საუბარია სულ მცირე ინდოეთის 178, ნეპალის 127, აშშ-ის 65 და ბრიტანეთის 33 მოქალაქეზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კავშირის დამყარება ვერ ხერხდება 50-ზე მეტ უკრაინელთან.
radiotavisupleba ახალი ამბები