'საინტერესოა, ახლა, რას იზამენ?' - Emerging Rugby უმცროს ბორჯღალოსნებზე

1 month ago 22

Emerging Rugby საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების საფრანგეთთან გამარჯვებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ იდეამ 6 ერის გაფართოების შესახებ უკვე გაამართლა. შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მრისხანე მეტოქეს 20:19 სძლიეს, რასაც სარაგბო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ფანტასტიკური შედეგი ლელოებისთვის! ისინი კარგად გაუმკლავდნენ შოტლანდიასთან პირველ მატჩში არსებულ პრობლემებს და გამარჯვება სრულიად დაიმსახურეს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილება ტურნირის გაფართოების შესახებ ჭკვიანური გახლდათ. ეს შედეგი კარგი არგუმენტი უნდა იყოს იმ ხალხისთვის, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეჯიბრზე გუნდების დამატება მას არაკონკურენტუნარიანს გახდიდა.

საინტერესოა, რომ ბოლოს, როდესაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 6 ერის ნაკრებებთან ერთად ითამაშა, ირლანდიასა და იტალიას პენალტების სერიაში აჯობა და ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულა. იმავე შეჯიბრზე პორტუგალიამ ასევე პენალტებში შოტლანდიას სძლია. მაშინ ისინი იმით "დააჯილდოვეს", რომ ტურნირიდან მათი მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. დაველოდოთ, ახლა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული".

საქართველომ საფრანგეთს სენსაციური მარცხი აგემა

Emerging Rugby კითხვას კი სვამს, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს აღნიშნული საფრთხელ აღარ ემუქრებათ. ქართველი მორაგბეების კიდევ ერთხელ დათხოვნა ისედაც დიდი უმეცრება იქნებოდა, ამას გარდა კი, ცნობილია, რომ საქართველო და პორტუგალია 6 ერის ფესტივალზე მინიმუმ 3 სეზონით არიან მიწვეულნი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ამონაშვილის ნაკრებმა იტალიის ქალაქ პარმაში მიმდინარე ტურნირზე პირველი მატჩი შოტლანდიასთან გამართა და 14:22 წააგო, საფრანგეთთან სენსაციურად იმარჯვა, დასკვნითი შეხვედრა კი კვირას 7 აპრილს ელის, როდესაც თბილისის დროით 17:30 საათიდან ინგლისს დაუპირისპირდება. ბრიტანელებს ორივე გასული შეხვედრა მოგებული აქვთ: 36:35 ინგლისთანა და 28:6 – შოტლანდიასთან.

სრულად წაკითხვა