სამსახურიდან გაუშვეს რუსი ჩინოვნიკი, რომლის ქალიშვილი მეგობარს ფრონტზე გაგზავნით დაემუქრა

2 weeks ago 12

რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონის გუბერნატორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ნიუკსენსკის მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელი იულია შევცოვა მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი მეგობარ ბიჭს დაემუქრა უკრაინაში საომრად გაგზავნით.

ამ დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა შევცოვას 19 წლის ქალიშვილის ვიდეო, რომელშიც მეგობარზე გაბრაზებული გოგო მას ემუქრება, რომ დედამისი მერია და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გაგზავნიან“.

რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს.

20 მაისს, ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა გეორგი ფილიმონოვმა თავის ტელეგრამ-არხზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა კრემლის იდეოლოგიას და მომხდარი ფაქტის გამო თანამდებობიდან იულია შევცოვას გათავისუფლებას.

გუბერნატორის პოსტი იწყება სიტყვებით: „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა პატივი და პრივილეგიაა და არა სასჯელი“.

სრულად წაკითხვა