სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად ინიშნება

1 day ago 3

გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელსაც 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა, პოსტიდან გადადგა და ახალ თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას - ის გენერალურ აუდიტორად ინიშნება.

გენერალური აუდიტორი ამ დრომდე ცოტნე ყავლაშვილი იყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყავლაშვილმა პოსტი დატოვა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ბრუნდება.

სწორედ მას ჩაანაცვლებს აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.

„გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ბრიფინგზე.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი.

ინფორმაცია განახლდება

სრულად წაკითხვა