„ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“, - აცხადებენ სუსში.
დღევანდელი მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე.
ძმები თენაძეები და მათთან ერთად მყოფი მესამე პირი საოკუპაციო ძალებმა 11 მარტს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფლავისმანთან დააკავეს.