17.06.202617.06.2026
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდმარე, თამარ ონიანი ეხმაურება ინფორმაციას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ.
ონიანის შეფასებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ ხოშტარიას დაკავებამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები ამყარებს არგუმენტს, რომ მისი პატიმრობა არაპროპორციულია.
საია-ს თავმდიმარე ხაზგასმით ამბობს, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია, როგორც მისი დაკავების კონტექსტით, ისე წმინდა სამართკებრივი შეფასებითაც.
“პირველ რიგში, სოლიდარობა ელენე ხოშტარიას!
პენიტენციური სამსახურის განმარტება, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ქრონიკულია და წინასწარ არსებობდა, ვერ ამართლებს ვერაფერს. პირიქით, ეს გარემოება კიდევ უფრო ამყარებს იმ არგუმენტს, რომ ელენე ხოშტარიას პატიმრობა არაპროპორციული ხასიათის იყო.
ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია, ტერმინის სამართლებრივი გაგებითაც. მისი დაკავება უკავშირდება პოლიტიკური გამოხატვის ფორმას, ბანერზე წარწერას, ხოლო თავად ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობა არსებითად სადავოა. დამატებით, მარტში შეფარდებული სასჯელით, სასამართლომ გამოიყენა პატიმრობა მაშინ, როდესაც არსებობდა ნაკლებად მკაცრი ალტერნატივა, ჯარიმა.
ასეთ კონტექსტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობიექტურად განჭვრეტადია მოსალოდნელი რისკები, საპატიმრო დაწესებულებაში ჯანმრთელობის გაუარესება პირდაპირ შეერაცხება სახელმწიფოს. ელენე ხოშტარიას საქმე კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირი თავისუფლებასთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობასაც სწირავს”, – წერს ონიანი.
დღეს, 17 ივნისს, პარტია “დროას” ოფისში გაამრთულ ბრიფინგზე, ადვოატმა შოთა თუთბერიძემ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარიას პერიოდულად აქვს სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი. როგორც ადვოკატი აცხადებს, ელენე ხოშტარიას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო მკურნალობა არ უტარდება, რის გამოც შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა და ადვოკატი შოთა თუთბერიძე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას დიაგნოზის უმეტესობა ციხეში ჩასმამდე ჰქონდა დადგენილი.
“ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა”, – წერია პენიტენციურის განცხადებაში.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·