სასამართლომ აგენტების კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

1 month ago 30
გიორგი შანიძე. წყარო: Publika.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 სექტემბერს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი და რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მებრძოლი ყოფილი სამხედრო, გიორგი შანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) და 187-ე (სათვალთვალო კამერების დაზიანების გამო) მუხლებით დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შანიძე კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. მოგვიანებით მას ბრალი ასევე წაუყენეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების მუხლით. 28 ივლისს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.

სხდომა სასამართლოსთან შანიძის მხარდამჭერი აქციის ფონზე გაიმართა. პროტესტის დააანონსებისას, შანიძის მხარდამჭერებმა განაცხადეს: „გიორგი შანიძე საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ შეარჩია, როგორც „საუკეთესო მსხვერპლი“ რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ მოქალაქეთა შორის, რათა მისი სამაგალითო, დემონსტრაციული დასჯით შეძლოს საზოგადოების დაშინება, უიმედობისა და უსამართლობის განცდის გაზრდა და წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა