საფრანგეთი დამარცხებულია! 18-წლამდე ბორჯღალოსნების სენსაციური გამარჯვება 6 ერზე

1 month ago 23

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა 6 ერის ფესტივალის ეგიდით მე-2 მატჩი გამართა. თამაში იტალიის ქალაქ პარმაში "სტადიო სერჯიო ლანფრანკიზე" შედგა და საქართველოს ნაკრების სენსაციური გამარჯვებით დასრულდა - 20:19!

ფრანგები მატჩის მე-9 წუთზე დაწინაურდნენ და გარდასახვის გატანაც მოახერხეს. ხვამლის მორაგბემ დავით წიკლაურმა მე-13 წუთზე ჯარიმა გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 3:7.

მსაჯმა მე-16 წუთზე დავით არჩვაძე გაასინბინა, რითიც ფრანგებმა ისარგებლეს და კიდევ ერთი ლელო გაიტანეს. 23-ე წუთზე ხვამლის ყოფილმა მორაგბემ ლევან ეზიეშვილმა ფრანგებს პირველი ლელო გაუტანა, დავით წიკლაური ისევ ზუსტი იყო და ანგარიში 10:12 გახდა. ფრანგებმა 29-ე წუთზე პირველი ტაიმში მესამე ლელოს გატანაც შეძლეს და პირველი ნახევარი 19:10 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში ჯარიმით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 13:19. შეხვედრის ბოლო წუთზე ანრი შველიძემ ლელო გაიტანა, რომელიც გიგი სირბილაძემ გარდასახა და საქართველოს 20:19 მოაგებინა.

ქართველმა 18-წლამდელებმა 6 ერის ფესტივალის სასტარტო შეხვედრაში შოტლანდიასთან 14:22 დამარცხდნენ, 7 აპრილს კი დასკვნითი თამაში ელით ინგლისთან. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 4 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ ამ დონის ტურნირში ისტორიაში პირველად გამოდის და ფასდაუდებელ გამოცდილებასაც იღებს.

სრულად წაკითხვა