საქართველო ევროპის ჩემპიონატზე - ვის და როდის ვხვდებით გერმანიაში

1 month ago 27

მაშ ასე, ახლა, როცა საქართველოში ნამდვილი დღესასწაულია - შეგახსენებთ, სად გავიდა ჩვენი ეროვნული გუნდი და როდის და ვისთან ითამაშებს ფინალურ ეტაპზე.

ვილი სანიოლის ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად ითამაშა 120 წუთი, შემდეგ კი პენალტების სერიაში აჯობა მეტოქეს და მისთვის სადებიუტო, ისე კი მე-17 ევროპირველობაზე ითამაშებს, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში. 

საქართველოს ნაკრები გახდა ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე და ის F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება. 

🟠 საქართველო პირველ მატჩს დორტმუნდში "ვესტფალენშტადიონზე" გამართავს, მეტოქე თურქეთია. ეს შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება.

🟠 22 ივნისს ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონზე" სანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება

🟠 მესამე ტურის მატჩი კი 26-შია გელზენკირხენში, "არენა აუფ შალკეზე", ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიასთან. 

...და აქვე: პლეი ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. 

div style="position:relative;overflow:hidden;padding-bottom:56.25%">

სრულად წაკითხვა