საქართველო ეკუთვნის ევროპას – რუმინეთში საქართველოს ელჩი

1 week ago 12

„საქართველო ეკუთვნის ევროპას – მრავალფეროვნების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სივრცეს“, – წერს რუმინეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნული პოსტი დღეს, 17 აპრილს, იმ დროს დაწერა, როცა საქართველოს პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

#Georgia belongs to the #EU – area of #diversity #peace #security & #prosperity!🇬🇪🇪🇺 pic.twitter.com/xXujso3Imd

— Tamar Beruchashvili – თამარ ბერუჩაშვილი (@tberuch) April 17, 2024

მმართველმა გუნდმა რუსული კანონი სახალხო პროტესტის და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად მიიღო. რუსული კანონი არაერთხელ გააკრიტიკეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ეს თბილისს დააშორებს ევროკავშირისგან.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე, შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

სრულად წაკითხვა