საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება

1 month ago 42
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • ბილეთების ფასი უცვლელია: 10, 20, 30 და 50 ლარი

საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ეს თამაში 26 მარტს დინამო არენაზე შედგება (21:00 საათზე დაიწყება) და მასში გამარჯვებული ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩის ბილეთების რეალიზაცია სტარტს ხვალ, 12:00 საათიდან აიღებს. უკვე ტრადიციულად, ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია). 

სრულად წაკითხვა