“საქართველომ ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობასა და დამხობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის” – მარიამ ლაშხი

17 hours ago 3

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მარიამ ლაშხი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წლისთავზე:

საქართველომ ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობასა და დამხობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა.

უპრეცედენტოდ მაღალი იყო წინა წელს მოსახლეობის მონაწილეობა არჩევნებში და 54%-ზე მეტმა დააფიქსირა მათი არჩევანი და ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ახორციელებს ხალხზე ორიენტირებულ, ხალხზე მზრუნავ პოლიტიკას.

რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანა განაჩენი, არამედ უპასუხისმგებლოდ მოექცა მის პირად ამომრჩევლებსაც კი“, – აცხადებს მარიამ ლაშხი.

სრულად წაკითხვა