"საქართველოს პასპორტს იყენებდა" - პოლონეთში დააკავეს რუსი სატირიკოსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

12 hours ago 2

პოლონეთში დააკავეს რუსი ოპოზიციონერი მხატვრისა და "აქციონისტის", სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი წერს სოციალურ ქსელში, დაკავებული "საქართველოს პასპორტს იყენებდა. ხელისუფლება მკვლელობის ორგანიზატორის დადგენაზე მუშაობს".

მანამდე მკვლელობასთან კავშირში დაკავებული ბელარუსის ორი მოქალაქე კი, პოლონეთის პროკურატურის თანახმად, გაათავისუფლეს.

უწყების თანახმად, ისინი მოწმის სახით გამოჰკითხეს და როგორც ირკვევა, მათ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ყველაფერი პოლიტიკურ მკვლელობაზე მიანიშნებს, მაგრამ საჭიროა კონკრეტულ სამხილებს დაუცადონ.

პოლონეთის ლუბლინის პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დაკავებული იყენებს 36 წლის საქართველოს მოქალაქეზე გაცემულ პასპორტს.

ზოგიერთი პოლონური გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყველაფერი მიუთითებს, რომ "დოკუმენტი ყალბია" და რომ დაკავებული, სავარაუდოდ, ჩეჩნეთიდანაა.

რადიო თავისუფლება საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებსაც დაუკავშირდა. უწყებებიდან მიღებული პასუხი აისახება ტექსტში.

რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და "აქციონისტი", სემიონ სკრეპეცკი, პოლონეთში 15 ივნისს მოკლეს. 44 წლის მამაკაცს, რომელიც კრემლის ელიტასა და კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.

სრულად წაკითხვა