საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფიბას განახლებულ რეიტინგში ქულები დააკლდა

2 months ago 54
  • ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ბოლო 2 მატჩი წააგო და ეს კლასიფიკაციაშიც აისახა
  • რეიტინგის ლიდერი ისევ აშშ-ს ნაკრებია, რომელსაც კვალში ესპანეთი და გერმანია უდგანან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფიბას განახლებულ რეიტინგში ქულები დააკლდა, თუმცა, უკუსვლა არ შეხებია. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ კლასიფიკაცია აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ განაახლა, საქართველოს ეროვნულ გუნდს კი ისევ 23-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტი 2025-ის კვალიფიკაციის პირველ ფანჯარაში ორივე მატჩი წააგეს (დანიასთან 69:75, სერბეთთან – 63:76). შედეგად, მათ რეიტინგში 12.1 ქულა დააკლდათ და ახლა, აქტივში 453.8 ქულა აქვთ. ეს ევროპაში მე-14 შედეგია, მსოფლიოში კი, როგორც აღვნიშნეთ, 23-ე.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს მეტოქეთაგან საუკეთესო მაჩვენებელი სერბეთს (757.9) აქვს, რომელიც ერთი ადგილით დაწინაურდა და მეოთხეა, ფინეთს (537.4) მე-10 საფეხური უკავია, ხოლო დანია (205.8) 3 პოზიციით დაწინაურდა და 55-ეა.

ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ (784.8), ესპანეთი (773.9), გერმანია (759.0), სერბეთი (757.9), ავსტრალია (756.3). სათქმელია ისიც, რომ უკვე მსოფლიოში მე-6 ადგილს უწია ლატვიის ნაკრებმა, რომელიც იტალიელი მწვრთნელის ლუკა ბანკის ხელში ლამის დაუმარცხებელ გუნდად იქცა.

🆕 Men’s Rankings Update Alert! 🚨

The latest edition of the FIBA World Ranking Men, presented by @Nike is out!

Click below to see full rankings! 👇

— FIBA (@FIBA) March 1, 2024
სრულად წაკითხვა