საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

2 hours ago 2

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში” - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა