“საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი არის ქვეყნის დაზიანება” – ეკა სეფიაშვილი

6 days ago 12

პარტია “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა სეფიაშვილი ოპონენტებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებაში სდებს ბრალს:

საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი არის ქვეყნის დაზიანება და მათ საქმიანობაში ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ შეინიშნება ორი მიდგომა:

ჯერ დარბიან ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში, ითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას და როდესაც ეს არ გამოუდით, მერე ცვლიან თავიანთ ნათქვამს, ამბობენ – ჩვენ იმიტომ დავრბოდით, რომ ხელი უნდა შეგვეწყო საქართველოსთვისო.

სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი დარბიან ჩვენი ევროინტეგრაციის შეფერხებისათვის“, – განაცხადა ეკა სეფიაშვილმა.

სრულად წაკითხვა