საქსტატი: 2024 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

1 month ago 13
ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 9 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა და 574.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატი“ აღნიშნავს, რომ ზრდა განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6%-ია. რეინვესტიციამ – 451.3 მლნ. აშშ დოლარი და მისი  წილი 78.6%-ით განისაზღვრა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია გაერთიანებული სამეფო  266.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან: იაპონია – 59.2 მლნ აშშ დოლარით (10.3%); მალტა – 37.9 მლნ აშშ დოლარით (6.6%); აზერბაიჯანი – 23.7 მლნ აშშ დოლარით (4.1%) და ჩეხეთი – 20.9 მლნ აშშ დოლარით (3.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს.

2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (52.3%). შემდეგ მოდიან: ვაჭრობის სექტორი – 79.2 მლნ აშშ დოლარით (13.8%); დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი – 55.5 მლნ აშშ დოლარით (9.7%); უძრავი ქონება – 47.2 მლნ აშშ დოლარით (8.2%) და ენერგეტიკის სექტორი – 28.6 მლნ აშშ დოლარით (5.0%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა