საქსტატი: უარყოფითი ბუნებრივი მატება 2024 წლის პირველ ნახევარში

1 month ago 37
რუსთაველის პროსპექტი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 13 სექტემბერს 2024 წლის პირველი ნახევრის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ  18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი.

2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება – 3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა