"საშინელი სიმღერა, კატასტროფა გაფორმება" - როგორ აფასებენ ქართველები მარიამ შენგელიას გამოსვლას

6 hours ago 2

ახლახანს დასრულდა 2025 წლის ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი, სადაც საქართველო მარიამ შენგელიამ სიმღერით 'Freedom' წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომღერლის გამოსვლას საქართველოში დიდი მოწონებით დახვდნენ, მაყურებელთა ნაწილი მაინც უკმაყოფილოა.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებსაც ქართველი მაყურებლები ამ წუთებში წერენ:

"რატო უნდა გადასულიყო ის დაწერეთ. ვიზუალია ცარიელი. ყველაფერი ცუდი ჰქონდა სიმღერიან ნომრიანად"

"ოჰ ბოღმით სავსე ქვეყნის მოძულეებს რა ბედნიერი წუთები აქვთ, გულის ამრევი არსებები"

"დარწმუნებული ვარ, წელსაც ვერ გაანალიზებს საზ. მაუ რაში იყო პრობლემა და ისევ ბედნიერიები დაბრუნდებიან ნათიები ბაზელიდან"

"საშინელი სიმღერა, კატასტროფა გაფორმება, ქართული ცეკვაც გააბანძეს - ეგეც მოახერხეს. რა შუაში იყო საერთოდ. ეს მოჰყვება უსამართლობას, როგორ აარჩიეს ეს გოგო რომ არ ვიცით"

"სანამ ფერად ტანგიანი კაცი არ წარგვადგენს ამ კონკურსზე მანამდე არ გვიწერია მოგება"

"ჩვენი გამოსვლა არ ვარგოდა. დასანანია. არ იყო ევროვიზიის დონეზე. დამსახურებულად გამოვეთიშეთ"

"მთავარია პირველმა არხმა მოიარა ევროპა, ჩვეულებრივი შვებულება აქვთ მოწყობილი ყოველ მაისს და ქვეყნის სახელი საერთოდ არ ადარდებთ, გილოცავთ მეასე ჩაფლავებას", - წერენ მაყურებლები.

სრულად წაკითხვა