სახალხო დამცველის ცნობით, სასამართლოსთან დაკავებულ აქტივისტს ხილული დაზიანებები აქვს

1 week ago 9

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გუშინ, 22 მაისს დაკავებული ორი აქტივისტი, რომლებმაც ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრეს.

„ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა ადმინისტრაციულად დაკავებულებზე შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმის გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

გუშინ, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობდა, სამი ადამიანი დააკავეს. მათგან ორნი არიან ქალი აქტივისტები, სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია. მესამე, რომელიც აქტივისტი ქალების დაკავებამდე დააკავეს სასამართლოს ეზოსთან, არის კაცი, რომლის ვინაობაც რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

სრულად წაკითხვა