„სილქნეტს“ 5G-ის მთელ საქართველოში დანერგვა უნდა

1 week ago 7

საქართველოს მობილურ ოპერატორებში აბონენტების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ „სილქნეტს“ მთელ ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვა უნდა. სწორედ ამიტომ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჭირო ლიცენზიების გასაცემად გამოეცხადებინა მესამე აუქციონი.

კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი გუშინ, 23 მაისს გამოაცხადა. ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი სამი კომპანიიდან ორს - „მაგთისა“ და „სელფის“ 5G-ის უსწრაფერსი ინტერნეტის დასანერგად სპეციალური ლიცენზიები მიღებული აქვთ და დედაქალაქის გარდა ფარავენ სხვადასხვა მუნიციოალიტებებს, „სილქნეტი“ ამ სერვისს საკუთარ აბონენტებს მხოლოდ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სთავაზობს.

საქართველოში სამი GSM ოპერატორია. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, აბონენტების 41% „მაგთიშია“ ჩართული, 34% - „სილქნეტში“, 24% კი - „სელფიში“.

აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში „სილქნეტმა“ ათობით მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს, მომდევნო შვიდ წელში კი მეხუთე თაობის ინტერნეტი დანერგოს.

მაღალი ხარისხის 5G ინტერნეტის დასანერგად საჭიროა როგორც მაღალი და დაბალი, ისე საშუალო დიაპაზონის სიხშირეები. დაბალი სიხშირე უფრო უკეთ ფარავს ტერიტორიას და დაბალი სიჩქარე აქვს, მაღალ სიხშირეებს კი მცირე ტერიტორიის დაფარვა შეუძლია, თუმცა უფრო ხარისხიან ინტერნეტს სთავაზობს მომხმარებელს.

5G უახლესი და უსწრაფესი მობილური ინტერნეტია, რომლის შესაძლებლობები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ის 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი 4G. თუ სატელეფონო კომპანიები სწორად დანერგავენ ამ სერვისს, არსებობს მოლოდინი, რომ ის 100-ჯერ უფრო სწრაფი გახდება.

მეხუთე თაობის ინტერნეტის ლიცენზია 5 წლის ვადით გაიცემა. კომპანია ვალდებული იქნება ეტაპობრივად დაფაროს დიდი ქალაქები, მაგისტრალები, აეროპორტები, რკინიგზის ხაზები.

სრულად წაკითხვა