WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, - ერთ-ერთი პრო-რუსულად მიჩნეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, - 25 აგვისტოს დილის საათებში სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

ამასთან, სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი ვაჟის, პარლამენტის მოქმედი წევრის, „სომხეთის ალიანსის“ ლიდერის, ლევონ ქოჩარიანის უძრავი ქონება.

წინა დღეს ლევონ ქოჩარიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში, ფაშინიანის მოხსენებისას. ქოჩარიანი ოპოზიციის „პოლიტიკურ დევნაში“ სდებდა ბრალს ფაშინიანს, ის კი ქოჩარიანების „უკანონო ქონებაზე“ საუბრობდა.

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბაგრატ მიკოიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს „ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან მორიგი თავდასხმაა“.

ხელისუფლებას ამ დროისთვის არ განუმარტავს, რომელ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება ქოჩარიანის ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაყვანა ან რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფება ის უწყებაში.

  • ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის და მისი 5 თანაგუნდელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე ნებართვა სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნებართვა 2026 წლის 18 ივნისს გასცა.
  • ქოჩარიანს ბრალი დასდეს თანამდებობით ბოროტად სარგებლობასა და ფულადი სახსრების გათეთრებაში. მას კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს.
  • კიდევ უფრო ადრე ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ეს ცნობილი გახდა აეროპორტში, როცა ის სამდღიანი „პირადი ხასიათის“ ვიზიტით აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას. მისმა შვილმა, ლევონ ქოჩარიანმა მედიას უთხრა, რომ მამამისი რუსეთში მიემგზავრებოდა.