სრული შემადგენლობით - საქართველო საბერძნეთთან ფინალისთვის ემზადება

1 month ago 47
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • 'საქართველოში ამ სცენარის წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ' – OPTA-ს პროგნოზი

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ეს ნახევარფინალში ლუქსემბურგის 2:0 ძლევით დაიმსახურა, ამ შეხვედრაში დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა. 26 მარტს ევრო 2024-ის საგზურისთვის საქართველოს მეტოქე საბერძნეთი იქნება.

გუნდთან ერთად ისევ არიან საბა საზონოვი და ანზორ მექვაბიშვილი, რომლებიც ლუქსემბურგთან მატჩის განაცხადში ვერ მოხვდნენ. ეროვნულ გუნდს უბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. 

საქართველოს ნაკრები

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).   

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი).

სრულად წაკითხვა