WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

1 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედანის, 26 მაისის მოედანი, პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, იოსებიძის, ბუკიას, საბურთალოს, არჩილ სულაკაურის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მერაბ კოსტავას, ბახტრიონის, ცინცაძის, ხვიჩიას, იყალთოს, საირმის, შმიდტის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბურძგლას, გამრეკელის, მიცკევიჩის, ცაგარელის და მიჩურინის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.