სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად

1 month ago 12

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე დღეს, 5 ივნისს დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი.

საავადმყოფოში გადაიყვანეს 6 დაჭრილი.

დრონებით დარტყმამ ხანძრები გამოიწვია საცხოვრებელ რაიონში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სრულად განადგურებულია ორი სახლი.

ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ პრილუკის დაარტყეს „გერანის“ ტიპის სულ მცირე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით.

სრულად წაკითხვა