'სწორედ ამიტომ მივდივარ' - შოთა არველაძე ტრაბზონთან მარცხის მერე გადადგა

2 months ago 33
  • ტრაბზონი 5:1 კარაგიუმრუკი
  • შოთა არველაძემ მატჩის შემდეგ გადადგომის შესახებ გამოაცხადა

თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურში ფათიჰ კარაგიუმრუკი სტუმრად ტრაბზონსპორთან განადგურდა - 1:5. ყოფილ გუნდთან მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ განაცხადა, რომ ის გუნდიდან მიდის.

"ეს კლუბი ძალიან მიყვარს, სწორედ ამიტომ მივდივარ. რთული პერიოდია, დარჩა 9 მატჩი. სწორედ ამიტომ კლუბში სხვა ატმოსფეროა საჭირო. ბოდიში", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა, რომელმაც ახლახან ბათუმში ლეგენდების მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

კარაგიუმრუკი 29 ქულით მე-16 პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვს გასავარდნ ზონაში მყოფ ჰათაისპორს. კარაგიუმრუკი თურქეთის თასის ½ ფინალშია გასული, სადაც სწორედ ტრაბზონსპორს ხვდება. 

51 წლის შოთა არველაძემ კარაგიუმრუკი დეკემბერში ჩაიბარა. მაშინ გუნდი მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა. შოთა 2022 წლის სექტემბრის მერე უმუშევარი იყო, მას მერე, რაც ინგლისური ჰალ სიტი დატოვა. 

სრულად წაკითხვა