გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში 24 წლის ბიჭი დაიღუპა.
ერთ-ერთი ვერსიით, მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
წყარო: ინფო რუსთავი