WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 33

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელშიც ყოფილი პრემიერი ამბობს – ციტატა ” სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”

“უდანაშაულო ყოფილა და თურმე ციხეში იმიტომ წასულა, რომ არ დაეზიანებინა „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესები“. ჩაუშენებიათ”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ამ თემაზე:

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი – ირაკლი ღარიბაშვილი

პოსტის ნავიგაცია