უკრაინის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევის გამო დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის წევრები არიან

1 month ago 10

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის წევრები არიან.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დრონი მოხვდა ქალაქის სახანძრო ნაწილის უფროსის სახლს. დაიღუპნენ მისი ცოლი, ქალიშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო და ერთი წლის შვილიშვილი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ქალაქ პრილუკიში სულ 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 5 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით დარტყმამ ხანძრები გამოიწვია საცხოვრებელ რაიონში. სრულად განადგურებულია ორი სახლი.

სრულად წაკითხვა