უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი

1 week ago 11

უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა 29 წლის მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი - ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ დღეს, 22 მაისს მოხდა;

საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მესტიელი სამთო გამყოლი გიდი და მთამსვლელი სისტემატიურად აორგანიზებდა სათავგადასავლო ტურებს სვანეთის მთებსა და მყინვარებზე.

რადიო თავისუფლება ცდილობს საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი გაიგოს მომხდარის შესახებ - მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სრულად წაკითხვა