ფიქრებს გენების სასიკეთოდ შეცვლაც კი შეუძლიათ, – ტვინის სიკეთეები

3 weeks ago 12

ტვინი უკიდეგანოდ გენიალური ქმნილებაა და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. მაგრამ ჩვენც მაინც შეგვიძლია მასზე გავლენა ვიქონიოთ ჩვენსავე საკეთილდღეოდ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ტვინი ვერ ასხვავებს ხშირად წარმოსახვას და რეალობას.

ეს კი ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, თანაც საკმაოდ ხშირად.

პლაცებოს ეფექტი ამის ყველაზე ცნობილი და იდეალტიპიური მაგალითია: მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება და მოლოდინი სავსებით საკმარისია, რომ არანაირი მედიკამენტის შემცველმა ტაბლეტმა ტკივილი ისევე ეფექტურად გამიყუჩოს, როგორც რეალურმა ტკივილგამაყუჩებელმა.

პლაცებო ქირურგიაშიც მუშაობს და ამ კვლევამ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება გააოგნა:

მუხლის ართროზის პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ნაკლები ტკივილი აქვთ მაშინაც კი, როდესაც მათ მხოლოდ მუხლის კანი გაუჭრეს და ეგრევე გაუკერეს ისე, რომ მუხლს სიღრმეს არც შეჰხებიან.

პაციენტის მოლოდინი, რომ ოპერაცია მას უკეთ გახდის, რეალურად ეფექტურია.

თან ისევე კარგად, როგორც იმათ, ვისაც ნამდვილად მუხლზე, ართროზის არეალში გაუკეთეს ოპერაცია.

მსგავსი ფენომენები მრავალგზის არის კვლევებით ნაჩვენები მსოფლიოს გარშემო:

🔬Cleveland Clinic Foundation, 2004 – მხოლოდ კუნთების ვარჯიშის ზუსტი წარმოსახვით, ანუ ვიზუალიზაციით მკლავის კუნთები გაიზარდა 13,5%-ით, თითის კუნთები კი 35%-ით.

🔬მარბურგის კლინიკის კვლევამ გვაჩვენა, რომ გულის ოპერაციის შემდეგ ის პაციენტები უკეთ იყვნენ, ვინც ოპერაციამდე კონკრეტულად წარმოიდგინა და აქტიურად დაგეგმა ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

🔬იეილის უნივერსიტეტი:

ვისაც დადებითი დამოკიდებულება აქვს ასაკის მატებასთან, ის საშუალოდ 7,5 წლით მეტს ცოცხლობს!

🔬სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა:

ვინც ფიქრობს, რომ სხვებზე ნაკლებად აქტიურია ფიზიკურად, 71%-ით მომატებული სიკვდილის რისკი აქვთ!

ფიქრებს გენების სასიკეთოდ შეცვლაც კი შეუძლიათ, კერძოდ კი ტელომერების.

მოკლედ, როგორც ხედავთ, ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ ლაპარაკი. მენტალურ პროცესებს გავლენა აქვთ თითქმის ყველაფერზე.

ამიტომ შეუძლია ხარისხიან ფსიქოთერაპიას დაავადებების დიდი არსენსლის მკურნალობა და ხშირად განკურნებაც.

თუმცა არ არის აუცილებელი ფსიქოლოგობა ან ფსიქოთერაპია – თქვენ ყველას შეგიძლიათ საკუთარი ფიქრები გაწრთვნათ და უკეთესი ჯანმრთელობის და სიცოცხლის სამსახურში დაასაქმოთ.

მე კი ამ ყველაფერში მსგავსი მეცნიერული პოსტებით დაგეხმარებით.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

წყარო: თქვენი ჰაუსი – მედიცინა და ფსიქოლოგია

სრულად წაკითხვა