ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია

2 months ago 36

სერია A-ს 28-ე ტურში ნაპოლი შინ ტორინოს დაუზავდა (1:1), ხვიჩა კვარაცხელიამ კი ისევ შესანიშნავად ითამაშა.

მატჩის შემდეგ Sky Sport-ს ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ესაუბრა, რომელსაც ჰკითხეს, როგორ მოახერხა ხვიჩასთვის სეზონის შეცვლა:

"კვარა განსაკუთრებულია. მას ვენდობი, ვაძლევ დავალებებს, რომლებსაც კარგად ასრულებს, მაგრამ სხვა ფეხბურთელებითაც კმაყოფილი ვარ. მარიო რუი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში მხოლოდ 24 წუთი იყო, ეს ძალიან ცოტაა. ბევრი მომენტი შევქმენით, ჩვენს კართან კი, ხიფათი თითქმის არ ყოფილა. გუნდისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს, თუ ასე გავაგრძელებთ, შორს წავალთ. როგორც წესი, ტორინო ტანჯვას არ არის მიჩვეული, მაგრამ დღეს ყველა ასპექტში ვაჯობეთ".

კვარაცხელია საზონოვის წინააღმდეგ

ნაპოლის მწვრთნელმა ბარსელონასთან მომავალ მატჩზეც გააკეთა კომენტარი: "ისე მოვემზადებით თამაშისთვის, როგორც ყოველთვის. ჩვენ ნაპოლი ვართ, ძლიერი გუნდი გვყავს, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს და ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ გუნდი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა.

ნაპოლი 44 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზამდე, 17 მარტს, სტუმრად ინტერს შეხვდება, თუმცა მანამდე ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ბარსელონას უმასპინძლებს (12 მარტს).

სრულად წაკითხვა