“ქალიშვილობის შემოწმების” წინააღმდეგ – სომხეთში კანონპროექტის განიხილავენ

4 weeks ago 18

ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] მმართველი ფრაქციის “სამოქალაქო თანხმობა” რამდენიმე ქალმა დეპუტატმა წარადგინა კანონპროექტი ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, რომელიც “ქალიშვილობის შემოწმების”  საკითხსაც მოიცავს. კანონპროექტის შესაბამისად, გოგონას საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის ინიციატორები მოძალადეებად უნდა იყვნენ მიჩნეული. 

კანონპროექტი პირველი მოსმენით სომხეთის პარლამენტმა უკვე მიიღო. მას მხარი 63-მმა დეპუტატმა დაუჭირა, 32-მა ხმა ხმა წინააღმდეგ მისცა. 

“არ ფიქრობთ, რომ ქალიშვილობაზე შემოწმება ძალდობის ფორმაა? ესაა ძალადობის სახეობა და ეს მოვლენა მთელ მსოფლიოში კვალიფიცირდება ძალადობად”,- განუცხადა კანონპროექტის წინააღმდეგ გამომსვლელ დეპუტატებს კანონპროექტის თანაავტორმა ზარუი ბატოიანმა. 

კანონის თანაავტორის, ცოვინარ ვარდანიანის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციით, ქვეყანაში არაერთი ქალი ძალადობის მსხვერპლი ხდება, როდესაც მათ ოჯახის წევრები საქალწულე აპკის შემოწმებას აიძულებენ.  

“ეს პრობლემა არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და საჭიროებს გადაჭრას. ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი უფლებები ამ საკითხშიც დაცულია. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების ცხოვრებაზე და მათი მომავალი ცხოვრების ხარისხზე,” – ამბობს კანონპროექტის თანაავტორი დეპუტატი.

31 წლის ვარდუი [სახელი შეცვლილია] საკუთარ გამოცდილებაზე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს. 

“გავიზარდე ტრადიციულ სომხურ ოჯახში, სადაც აღმზარდეს იდეით, რომ გოგონა აუცილებლად უნდა იყოს “სუფთა” და პირველი ღამე საკუთარ ქმართან ერთად გაატაროს. მაგრამ ყველას არ შეუძლია გათხოვება, ზოგი სულაც უარს ამბობს ამაზე. რა უნდა ქნან ქალებმა? მთელი ცხოვრება თაყვანი სცენ ქალწულობას? არ მინდოდა, 30 წლის ასაკში მეც ამ იდეის მსხვერპლი ვყოფილიყავი,” – ამბობს ვარდუი.

ვარდუი ამბობს, რომ ქორწინების გარეშე პირველივე სქესობრივი აქტის შემდეგ მშობლებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. 

“დედაჩემს ეჭვები მაშინ გაუჩნდა, როდესაც ჩემს ჩანთაში პრეზერვატივი იპოვა. ერთხელ, კამათის დროს, მითხრა, რომ სირცხვილის გრძნობა დავკარგე, რომ “გაფუჭებული” ვარ და ცოლად აღარავინ მომიყვანს. როდესაც ვუთხარი, რომ მე უკვე 31 წლის ვარ და საქალწულე აპკი ქორწინების გარანტია არ არის, დედაჩემი ატირდა,” – ამბობს ვარდუი.

გინეკოლოგი ანი გასპარიანი ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში, ადამიანები იმდენად ჩაციკლული არიან საქალწულე აპკის მთლიანობაზე, რომ გოგონების ქალიშვილობის შესამოწმებლად ოჯახებით დადიან და ვერ იაზრებენ, რომ გოგონების ყველა უფლებას არღვევენ, აყენებენ ფსიქოლოგიურ ტრავმას და ხელს უწყობენ უნდობლობაზე აგებული ოჯახის შექმნას. 

“თუ ბიჭისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გოგონა ქალიშვილი იყოს, საუკეთესო გზა ამის გასარკვევად არის კითხვის დასმა, ქალიშვილია ის თუ არა. თუ პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ან ის ეჭვის თვალით უყურებს მაინც და ოჯახთან ერთად მიდის შესამოწმებლად, როგორ ოჯახს შექმნიან ეს ადამიანები სამომავლოდ? ნამდვილად, არაჯანსაღს. ეს თემა იმდენად სერიოზული გახდა, რომ მამაკაცები ინსტაგრამზე ქალების საშოს ფოტოებსაც კი მიგზავნიან და მთხოვენ ვუთხრა, ქალიშვილია თუ არა. ამ ყველაფრის შედეგად, ქალები ხშირად მიმართვენ საქალწულე აპკის აღდგენის პროცედურებს, როდესაც იგებენ, რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია მამაკაცებისთვის. იქმნება ტყუილზე აგებული ოჯახი. ამიტომ, საქალწულე აპკის აღდგენის პროცედურას კატეგორიულად არ ვაკეთებ” – ამბობს ანი გასპარიანი. 

აქვე, ექიმი ხაზს უსვამს, რომ ბევრ ქალს აქვს სხვადასხვა სახის სექსუალური ურთიერთობა, გარდა ვაგინალური სქესობრივი კავშირისა, რათა შეინარჩუნონ საქალწულე აპკი და განაგრძონ საკუთარი თავის ქალიშვილად მიჩნევა.

ფსიქოლოგი თამარა სიმონიანი ამბობს, რომ პრობლემა უკავშირდება ცრუ იდეებსა და შეხედულებებს მორალზე, იმის შესახებ, თუ ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი. 

“გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ აზროვნებას ქალებშიც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. გოგონა ბავშვობიდან ისმენს განსხვავებულ აზრებს ზნეობის შესახებ, იწყებს დაჯერებას, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა – ქალწულობაა; იმისთვის, რომ იყოს მიღებული და უყვარდეთ, ის აუცილებლად უნდა იყოს “უცოდველი”.

საერთოდ, სქესობრივ აქტზეც შეგვექმნა წარმოდგენა, რომ ის არის სამარცხვინო, ცუდი და “ბინძური”. ქორწინების შემდეგაც კი, ბევრი ქალი თავს ცუდად გრძნობს სექსზე ფიქრისას. მათ უჩნდებათ აზრები, რომ ეს “სამარცხვინოა”, რასაც არაერთი ფიზიოლოგიური (ფსიქოსომატური) გამოხატულება აქვს,” – ამბობს ფსიქოლოგი. 

თამარა სიმონიანის თქმით, მას ჰყავდა პაციენტები, რომლებიც თავს დამნაშავედ გრძნობდნენ ქორწინებამდელი ურთიერთობის გამო, თითქოს “ცუდი საქციელი” ჩაიდინიეს. 

“მაგალითად, ურთიერთობა ვითარდება, წყვილი ბედნიერია, მაგრამ ქალი თავს დამნაშავედ გრძნობს სექსის გამო. ის ფიქრობს, რომ იქნებ უნდა მოეცადა, დედა რას იტყვის იმ შემთხვევაში თუ გაიგებს? ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აქვს იმის გადაწყვეტის უფლება, რა გააკეთოს თავის სხეულთან, მაგრამ ამ უფლების გამოყენება შეგვიძლია მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიურად მომწიფებულები, მშობლებისგან დამოუკიდებლები ვართ და გვაქვს ადეკვატური თვითშეფასება. 

ვინაიდან ჩვენს საზოგადოებაში არის სეპარაციის პრობლემაც, ხშირად მოწიფულ ასაკშიც ადამიანი ჯერ კიდევ არ არის განცალკევებული მშობლებისგან, ცხოვრობს მათი იდეებითა და სცენარით, არ აქვს საკუთარი აზრი, რაც ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, საზიანოა” – აღნიშნავს ფსიქოლოგი. 

ჟურნალისტი და ბლოგერი ლუსი კოჩარიანი მრავალი წელია საზოგადოებაში სტერეოტიპების მსხვერვის მიზნით ვიდეომასალებს ამზადებს. მისი აზრით, ყველა პრობლების საფუძველი სქესობრივი განათლების ნაკლებობაა.

“ამ კუთხით განათლების დონე იმდენად დაბალია, რომ ბევრი გოგონა ვერც კი წარმოიდგენს, რომ მათი ექიმთან წაყვანა ქორწილამდე და ქალიშვილობის შემოწმება, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობაა. ან თუნდაც, არსებობენ ბიჭები, რომლებსაც ქალთან პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ სისხლს ვერ ხედავენ და ჰგონიათ, რომ ქალწული არ არის. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქალწულე აპკი არის ბადისებრი და დამოკიდებულია სქესობრივი აქტის ინტენსივობაზე, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიხეს შუაზე, ან საერთოდ არ დაზიანდეს. ეს საერთოდ არ იციან, შესაბამისად, ბიჭები აკეთებენ მცდარ დასკვნებს. ეს სხვა არაფერია, ვიდრე ელემენტარული სქესობირვი განათლების ნაკლებობა” – ამბობს ლუსი კოჩარიანი.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ შესაბამისი კანონის აღსრულება მისი მიღებისთანავე  არ მოხდება, თუმცა, მისი არსება მნიშვნელოვანა, რამდენადაც, პირველ რიგში, ქალებმა იცოდნენ, რომ ეს არის ძალადობის ფორმა.

“სანამ არ იქნება კანონი, რომელსაც შეუძლია გამოფხიზლება, შეკავება, შეშინება, ფიქრის საფუძველი, ნებისმიერს შეუძლია წაიყვანოს გოგონა ექიმთან. კანონს ექნება პრევენციული ხასიათიც. გოგონებს შეეძლებათ უარი თქვან უფრო თავდაჯერებულად და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს, ხოლო ექიმებს ექნებათ უფლება უარი თქვან საქალწულე აპკის შემოწმებაზე, ” – განმარტავს ჟურნალისტი. 

სომხეთში არსებობს ტრადიცია, რომელსაც წითელი ვაშლი ეწოდება. ეს ტრადიცია ფართოდ გავრცელებული აღარაა, მაგრამ ყველა ახალგაზრდამ იცის რომ ძველ სომხეთში, ქორწილის მეორე დღეს პატარძლის სახლში წითელი ვაშლი მოჰქონდათ იმის ნიშნად, რომ გოგონა უკვე ქალი იყო. ყველა ელოდებოდა, როდის გაფენდა ბიჭის დედა ზეწარს სისხლის წითელი ლაქებით. ხოლო იმ გოგონებს, რომელთა ზეწრებსაც მსგავსი ლაქები არ აბრუნებდნენ. 


სრულად წაკითხვა