ქართველი ისევ საუკეთესო გახდა! | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

2 months ago 41

სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ნაპოლიმ იუვენტუსი 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსს ისევ გაუტანა და გარდა ამ გოლისა, ქართველი მთელი თამაშის განმავლობაში ჩვეულად აქტიურობდა.

საქართველოს ნაკრების შემტევის თამაში Sofascore-მ 8.0 სარეიტინგო ქულით შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა ისევ მატჩის საუკეთესო გახდა!

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვარას მიმდინარე სერია A-ში უკვე 9 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

სრულად წაკითხვა