„ქართული ოცნების“ შესახებ FB-სტატუსების გამო სასამართლოში დაიბარეს ჟურნალისტები, აქტივისები და პოლიტიკოსები

1 month ago 10

თბილისის საქალაქო სასამართლოში იბარებენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისებს - როგორც ისინი სოციალურ ქსელში წერენ, ფეისბუკსტატუსების გამო მათ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და მათ დაჯარიმებას ითხოვენ.

საქმე ეხება მათ მიერ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება სასამართლო სხდომები, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ:

  • ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი;
  • ვახო სანაია - ჟურნალისტი;
  • ვიკა ბუკია - ჟურნალისტი;
  • ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;
  • მიშა მშვილდაძე - ჟურნალიტი;
  • თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;
  • ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;
  • ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
  • ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;
  • ანა სუბელიანი - აქტივისტი;
  • ბაია პატარაია - აქტივისტი;
  • დავით ქაცარავა - აქტივისტი;
  • გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტად სახელები და გვარები.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა