'ქართული რაგბის მომავალი ნათელია' - მედია საფრანგეთთან გამარჯვებაზე

1 month ago 20

6 ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - პარმაში ბოლო წუთზე გატანილი ლელოს და გარდასახვის წყალობით, "უმცროსმა ბორჯალოსნებმა" ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი დაამარცხეს - 20:19. საქართველო პირველად თამაშობს 18-წლამდელთა 6 ერზე. 

პირველი გამარჯვება 6 ერის ფესტივალზე

ამ შეხვედრად RUGBYDUMP გამოეხმაურა: "ქართული რაგბის მომავალი ნათელი ჩანს, მას მერე, რაც გუნდმა საფრანგეთი გადამწყვეტ წამებში დაამარცხა". "პირველ ტაიმში 9-ქულიანი მარცხის მიუხედავად, საქართველოს ეყო ძალა თამაშის შემოსატრიალებლად. მათ მეტოქეს ქულა აღარ მოაპოვებინეს და ბოლო წამებზე 1 ქულით აჯობეს", "საინტერესოა, რომ გადამწყვეტი ლელო ქართველთა ლეგენდის, გოდერძი შველიძის ვაჟმა გაიტანა", - ვკითხულობთ საიტზე. 

სრულად წაკითხვა