“ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს” – დავით ქაცარავა ნადიმ ხმალაძეზე თავდასხმას ეხმაურება

2 days ago 11

უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ სამოქალაქო აქტივისტ, ნადიმ ხმალაძეზე განხორციელებულ თავდასხმას მწვავე შეფასებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა:

ეს კადიროვშინაა.
ამაზე ადრე არაერთხელ პირდაპირ გვისაუბრია.

რა დარჩა კადიროვშინის სრულად დასამყარებლად?
პოლიტიკური ნიშნით მკვლელობები.

დანარჩენი ყველაფერი სახეზეა-დახვედრა, ცემა, პოლიციური ტერორი და “ბესპრიდელი”, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი სასამართლო.

ქვეყანა გადაიქცა ქოცბანდის სათარეშო პოლიგონად, სადაც ოლიგარქის ბანდა სრულ ბატონ-პატრონად გრძნობს თავს.

რუსეთმა საქართველო დე-ფაქტო გაიფორმა, დე-იურე გადაფორმება კი გზაშია.
ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ნადიმ ხმალაძის პირველი კომენტარი თავდასხმასთან დაკავშირებით.
იხილეთ ვიდეო

სრულად წაკითხვა