ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ძმები ჭოხონელიძეების კონცერტი მიმდინარეობდა, რა დროსაც სცენაზე ერთ-ერთი ახალგაზრდა ავიდა და ძმებს მათე დევაძის დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირება სთხოვა.
აღნიშნულს ბიჭების დედა ნატო გელაშვილი ეხმაურება და თავის შვილებს მხარდაჭერას უცხადებს.
“მოგესალმებით სრულიად საქართველოს…არ მეგონა რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას… თუმცა როგორც ჩანს გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს..დღეს ბიჭები არიან სამიზნეები.. კიდევ ერთხელ განვმეორდები‼️‼️..
ჩვენ არავის უვარდებით სახლში,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით…როცა ყვირი “სირცხვილია”ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს…”რა არის სირცხვილი და რა არა”..
ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით..არც მშიერის დაპურება გვეშლება,არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა..
არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის…არც გაზის ყლაპნის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესვითვის სიმართლის თქმის….ასე რომ…
შორს ხელები ჩემი ოჯახიდან‼️‼️”- წერს ნატო გელაშვილი.