შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ პოლიციელის დღის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.
„ანალოგიური მასშტაბის და შინაარსის ღონისძიების ჩატარება (ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი), მეტწილად უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის იმიჯს“, - წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პოლიციელის დღე ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება.
ბოლო თვეებია პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ - მათი მხრიდან ჟურნალისტებსა და პროევროპული აქციების მონაწილეებზე ასახულია არაერთი მედიის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში. ზოგიერთ შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა ამის მიუხედავად არავინ არის დასჯილი.