გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 24 ივლისს გამოიტანა. ახობაძე სხდომას არ დასწრებია. სავარაუდოდ, მას დღეს საღამოსვე დააკავებენ.
ახობაძის თქმით, პატიმრობა შეუფარდეს შსს-ის გამომძიებელ გრიგოლ კაჭკაჭიშვილის შეურაცხყოფის გამო. „ყველა ჩამდენი პოლიციელის დედა მოვ***ან“ - გაიმეორა ახობაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
კაჭკაჭიშვილი მონაწილეობდა თავად გიორგი ახობაძის საქმეში.
„წამოვწვები, დავისვენებ 25 დღე და მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან“, - თქვა აქციების მონაწილე ექიმმა.
- მანამდე, 2026 წლის 8 ივლისს, გიორგი ახობაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
- წინა შემთხვევაში საფუძველი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის, ვატო შაქარაშვილის ფეისბუკზე გინება გახდა - პოლიციის შეფასებით, ამით „საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევა“.
ბოლოდროინდელი სტატისტიკა
2026 წლის პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.
შსს-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკა პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ასეთია:
- სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი;
- საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე;
- საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან, სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა. ამ სტატისტიკას 3 ივლისს კიდევ ერთი სიტყვიერი შენიშვნა შეემატა, რომელიც მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნობილ ლილი კომლაძეს გამოუცხადა.
ახობაძის პატიმრობა და გათავისუფლება
გიორგი ახობაძე რამდენიმე თვის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსით იყო დაპატიმრებული.
- 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს, როცა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა
- პროკურატურამ განაცხადა, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. ახობაძის თანახმად, ნარკოტიკი ჩაუდეს. მისთვის წაყენებული „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის“ ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა
- 2025 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო მიიღო.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·