„ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო” – ვინ არის ულამაზესი გოგონა “ბოლო ზარიდან”, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

1 week ago 7

რამ­დე­ნი­მე დღეა გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნის „ბოლო ზარ­ზე“ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია. გო­გო­ნა სე­ნა­კი­დან არის, წელს წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა. მარ­თა­ლია, გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა, მაგ­რამ გო­გო­ნა ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს და ოთხი წლის წინ, პირ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბაც ჰქონ­და.

გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:
– 20 მა­ისს მქონ­და ბოლო ზარი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რაც ჩემს ფო­ტო­ებს მოჰ­ყვა. ჩვენ სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ვართ. მიყ­ვარს სწავ­ლა და 2017 წელს ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში ჩემს ოთხ თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვე და “ნა­სა­ში” გა­ვემ­გზავ­რეთ. ჩვე­ნი მენ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი და უტა კი­ლა­სო­ნია, მათი დახ­მა­რე­ბით შევ­ქმე­ნით პრო­ექ­ტი და გა­ვი­მარ­ჯვეთ. “ნა­სა­ში” ერთი კვი­რა ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­ტარ­დე­ბო­და მას­ტერკლა­სე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვენ შევ­ქმე­ნით ხელ­სა­წყო, რო­მე­ლიც ზო­მავს მი­წის ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას, პროგ­ნო­ზი­რებს მე­წყერს და ინ­ფორ­მა­ცი­ას სმს-ის სა­ხით აწ­ვდის და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას. მა­შინ მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი.

გვან­ცა, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ და წელს უნი­ვერ­სის­ტეტ­ში უნდა ჩა­ა­ბა­რო, შერ­ჩე­უ­ლი თუ გაქვს პრო­ფე­სია?

– დიახ, ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე მინ­და ჩა­ვა­ბა­რო, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა საქ­მი­ა­ნო­ბას ავირ­ჩევ. არ მიყ­ვარს წი­ნას­წარ გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბა. ჩვენ ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი გვაქვს, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა, დედა ექი­მია და ჩემი უფ­რო­სი და, რო­მე­ლიც 25 წლის არის, მას­თან მუ­შა­ობს. მამა ამ ეტაპ­ზე უმუ­შე­ვა­რია, მაგ­რამ კლი­ნი­კას გარ­და სო­ფელ მუ­ხურ­ში გვაქვს სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო „და­დია“. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სო­ფე­ლია მუ­ხუ­რი.

 გვან­ცა, გა­რეგ­ნო­ბის გამო, ალ­ბათ აქამ­დეც ხში­რად მოხ­ვედ­რილ­ხარ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში…

– მე­რი­დე­ბა, ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ სე­ნაკ­ში ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან კომ­პლი­მენ­ტებს. მას შემ­დეგ, რაც „ნა­სას“ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ყვე­ლამ გა­მიც­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ფო­ტო­ებს, ის რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა, მთე­ლი ოჯა­ხი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა თქმა უნდა, თან ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ სით­ბოს­თვის, რა­საც ჩემს მი­მართ გა­მო­ხა­ტა­ვენ.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა